რატი იონათამიშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს

პუბლიკა

პარლამენტმა 83 ხმით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ „ოცნების” დეპუტატი, რატი იონათამიშვილი აირჩია.

იონათამიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ არცერთი არ იყო.

კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური 2024 წლის 11 მარტიდან გახდა, მას შემდეგ, რაც მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა. ამ თანამდებობას სწორედ სარჯველაძე იკავებდა. მას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.