„რატის ბარში” 18 წლის ალეკო შაკიაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ივანე გიგლემიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობა შეეფარდა ამავე საქმეზე დაკევბულ რაჯი პაკელიანიც – რომელსაც ბრალად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.
„ნასვამმა 18 წლის ბიჭმა გვერდით გავლისას უბრალოდ მხარი გაარტყა ერთ-ერთ ბრალდებულს, ამ მიზეზით მოკიდა მას ხელი, შეიყვანა ამ ბარის უკანა სივრცეში არსებულ ერთ-ერთ ოთხში და ყოველგვარი მოტივის გარეშე დანით სხეულზე მიაყენა დაზიანებები”. – თქვა საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა.
მისივე თქმით, ამის შემდეგ ბრალდებულმა დაჭრილი იქვე მიატოვა და თავის სუფრასთან დაბრუნდა მეორე ბრალდებულთან, რომელსაც
„დაზიანებების მიყენების შემდეგ, დაჭრილი მიატოვა იქვე, გამოვიდა, დაბრუნდა თავის სუფრასთან, მეორე ბრალდებულთან და უთხრა ჩადენილი ქმედების შესახებ, რის შემდეგაც ორივე ბრალდებული მიიმალა შემთხვევის ადგილიდან”. – თქვა პროკურორმა.
გია შაიშმელაშვილი ბრალდებულების პატიმრობას ითხოვა, ადვოკატები კი – მის გათავისუფლებას.
ადვოკატის თქმით, „დანა საქმეში საერთოდ არ ფიგურირებს – ის ამოღებული არ არის”.
პროკრორმა პროცესზე გიგლემიანის ნასამართლეობის ცნობა წარმოადგინა – გამოძიების განცხადებით, ბრალდებული წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი, მათ შორის, ერთხელ – მკვლელობისთვის და ციხე 2017 წელს დატოვა.
ამის შემდეგ ის კიდევ ერთხელ მოხვდა საპატიმროში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. სასჯელაღსრულების დაწესებულება მან 2023 წელს დატოვა.
ადვოკატის განცხადებით, გიგლემიანმა პირველი სასჯელი სრულად მოიხადა და 2017 წელს გათავისუფლდა ციხიდან, მეორედ კი – 2023 წელს. მისი თქმით, ის მეორე სასჯელს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის იხდიდა.
თავად დაკავებულები დუმილს ინარჩუნებენ.
პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობა 11 მაისს, დაახლოებით 05:30 საათზე მოხდა. ალეკო შაკიაშვილი მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.