რატომ დაწესდა კომენდანტის საათი - სუბარის განმარტება

პუბლიკა

რატომ აიკრძალა 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება, ანუ რატომ დაწესდა კომენდანტის საათი, რა განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნიდა კონკრეტულად ამ პერიოდში გაადგილება?  – ამ კითხვას პრემიერ-მინისტრის მრცეველი რეგიონულ საკითხებიში, სოზარ სუბარი ტელეკომპანია იმედთან პასუხობს.

“სახლში გაჩერება ადვილი არ არის – ამბობს ის –  როგორც თბილისში, ასევე რაიონებში, ურთიერთობები, მეზობლად გადასვლა, ეს ყველაფერი ჩვეულებრივ ამბად ითვლება”.

ამისი თქმით, არის განცდა, რომ რადგან არ გადიხარ სამსახურში, ბავშვი სკოლაში არ დადის და ა.შ. მეზობლები თუ შეიკრიბებიან და ერთად ტელევიზორს შეხედავენ, ან ჯოკერს ითამაშებენ თუ სუფრას გაშლიან, – ითვლება ჩვეულებრივ ამბად. დ

“სწორედ ეს არის პერიოდი, როდესაც ყველაზე მეტად ხდება მსგავსი შემთხვევები, და სწორედ ესაა ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი საფრთხე”. – ამბობს სუბარი.

როგორც პრემიერის მრჩეველი ამბობს,  9 საათის მერე გამოსვლა რომ აკძალულია, ეს ნიშნავს, რომ თუ სადმე ხარ წასული, 8-ზე მაინც უნდა დაიძრა სახლისკენ და ჩვეულებრივი ურთიერთობები როცა იწყება იმ პერიოდს ემთხვევა ეს საათები.

“ჩვენ ველსოსიპედს არ ვიგონებთ, ჩვენ ვეყრდნობით გამოცდილებას” – ამბობს სოზარ სუბარი.

შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს 21:00 საათიდან კომენდანტის საათი ამოქმედდება.