რატომ გაითიშა შუქი - ,,სახელმწიფო ელექტროსისტემის" განმარტება

პუბლიკა

რატომ გაითიშა შუქი – ,,სახელმწიფო ელექტროსისტემა” განმარტებას ავრცელებს.

მათი ცნობით,  ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს.

,,საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთი“ გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს.

ამ ეტაპზე ხორციელდება მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის აღდგენა”, – ნათქვამია განცხადებაში.