რატომ გალანძღა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი

პუბლიკა

იტალიური „ნაპოლის” თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა თანაგუნდელი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი გალანძღა.

მან ინსტაგრამის სთორიში დაწერა:

„ძვირფასო მამუკა ჯუღელო, ბინძური და სამარცხვინო ხარ. შენი მსჯელობის მრცხვენია. იდიოტო. ჩემი სახელი აღარ ახსენო”.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მამუკა ჯუღელმა თქვა, რომ ვიქტორ ოსიმენი ზაფხულში საუდის არაბეთში გადავა სათამაშოდ, ხვიჩა კი ამას არ გააკეთებს, ვინაიდან მას „სხვა გემოვნება და ცხოვრებისეული ტვინი აქვს”.

“თქვენ გგონიათ, მთელი ცხოვრება ნეაპოლში ითამაშებს ოსიმენი? მაშინ მე წინასწარ გეტყვი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე წავა საუდის არაბეთში. ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, არაბეთში არ წავა, ხვიჩა რეალში, ბაიერნში, ბარსელონაში ან სიტიში გადავა.

ხვიჩას სხვა გემოვნება და სხვა ცხოვრებისეული ტვინი აქვს. ხვიჩას სურს, რომ სულ ზემოთ იყოს და ასეც იქნება”. – თქვა მან.