რატომ იღებენ მომხმარებლები კომუნალურ გადასახადს ორჯერ

პუბლიკა

კომპანია „თელმიკოს“ ცნობით, დეკემბრის ბოლოს-იანვრის დასაწყისში „თელმიკოს“ მომხმარებლების დიდი ნაწილი კიდევ ერთ ქვითარს მიიღებს, „რომელშიც ასახული იქნება დეკემბრის დარჩენილი დღეების ელექტროენერგიის ხარჯი“.

კომპანია 30 დეკმებერს იტყობინებოდა, რომ:

  • 2021 წლის დეკმებრის ბოლოს თბილისის ყველა მრიცხველი ბოლო 4 დღის განმავლობაში წაიკითხება
  • დეკემბრის ბოლო, იანვრის დასაწყისში მომხმარებლებს მეორე ქვითარი მიუვათ.
  • მეორე ქვითარში დეკემბრის დარჩენილი დღეების ხარჯი იქნება ასახული.

მსგავს განმარტებას აქვეყნებს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიც“. კომპანიის ცნობით, 2022 წლის იანვრიდან სემეკის გადაწყვეტილებით მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდება. შედეგად, მოსახლეობა კომუნალური მომსახურების ქვითარს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს.

„ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში აბონენტების ნაწილი ორ ქვითარს მიიღებს: პირველ ქვითარში მრიცხველიან აბონენტებს აესახათ ნოემბრისა და დეკემბერის ნაწილის მომსახურების გადასახადი. ხოლო სულადობით გადახდის შემთხვევაში აბონენტებს პირველ ქვითარში აესახათ მხოლოდ ნოემბრის თვის მომსახურების საფასური. მეორე ქვითარს აბონენტები მიიღებენ დეკემბრის ბოლოს: მრიცხველიანი აბონენტებისთვის ასახული იქნება მხოლოდ დეკემბერის დარჩენილი პერიოდის საფასური, სულადობით დარიცხვის შემთხვევაში – დეკემბრის სრული თვის მოხმარებული წყლის საფასური. მომხმარებელთა მცირე ნაწილი დეკემბერში მიიღებს მხოლოდ ერთ ქვითარს, ნოემბრისა და დეკემბრის პერიოდში მოხმარებული წყლის საფასურით“, – აცხადებს GWP.

No photo description available.