რატომ მოუწია 11 წლის ბიჭის უკრაინიდან სლოვაკეთში მარტო ჩასულიყო

პუბლიკა

11 წლის ბიჭმა ზაპოროჟიედან 1200 კმ გაიარა და მარტო ჩავიდა სლოვაკეთში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, 11 წლის ჰასანს სახლის დატოვება დედის გარეშე მოუწია. ჰასანის დედამ ვერ მიატოვა მოხუცი დედა, რომელსაც გადაადგილება არ შეუძლია. ბიჭს თან ორი ჩანთა, პასპორტი და ნათესავების ტელეფონის ნომრები ჰქონდა. ბიჭს საზღვარზე მოხალისეები გაუმასპინძლდნენ, ხოლო მესაზღვრეები სლოვაკეთის დედაქალაქში ბრატისლავაში ბიჭის ნათესავებს დაუკავშირდნენ.

როგორც BBC  წერს, სლოვაკეთის პოლიციამ გამოაქვეყნა ჰასანის დედის ვიდეო, სადაც ის მადლობას უხდის ყველას, ვინც ბიჭს დაეხმარა და განმარტა, თუ რატომ გაუშვა ბიჭი მარტო.

„ჩემი ქალაქის გვერდით არის ელექტროსადგური, რომელსაც რუსები ბომბავენ. მე ვერ დავტოვე დედაჩემი, რომელიც ვერ მოძრაობს. ამიტომ ჩემი შვილი სლოვაკეთში მარტო გავგზავნე“, – განაცხადა ბიჭის დედამ, იულია პისეცკამ.