„რატომ? რისი გულისთვის? ეს რაღაც უსამართლობაა" - ვოლსკი ევროკავშირის განცხადებაზე

პუბლიკა

„რატომ? რისი გულისთვის? ეს რაღაც უსამართლობაა!” – ამბობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო დემოკრატიის უკუსვლის შედეგად 121 მილიონი ევროს ოდენობით ევროკავშირის დახმარებას დაკარგავს.

„რა გავაკეთეთ, სად გადავდგით ნაბიჯი უკან?! რისი გულისთვის? – იმის გამო, რომ მოვიკითხეთ, თუ სად იხარჯება ეს ფული? – რა უბედურებაა, საიდან მოიტანეს! ასეთი დამოკიდებულება ქვეყნისა და ხალხის მიმართ უსამართლოა და ვერ გავითვალისწინებთ განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ყველა რეიტინგი საქართველოს წინ აყენებს როგორც დემოკრატიის, ასევე ნებისმიერი სხვა მიმართულებით”. – დასძენს ვოლსკი.


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ  ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, საქართველო 121 მილიონი ევროს ოდენობით ევროკავშირის დახმარებას დაკარგავს.

„საქართველო დაკარგავს ევროკავშირის დახმარებას 121 მილიონი ევროს ოდენობით, ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად.

ყოველწლიურად გამოყოფილი თანხა იმავე წელს მთლიანად არ იხარჯება, შესაბამისად, 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხა, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება“, – წერს EU-ის წარმომადგენლობა საქართველოში.