რატომ შემოღობეს პარლამენტის წინ ტერიტორია – კალაძის განმარტება

პუბლიკა

„დღეს ვიწყებთ პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია“.  – ასე განმარტა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, პარლამენტის წინ რკინის ჯებირების ჩადგმის მიზეზი.

„იქნება ახალი ფილები, ფანტანები, გამწვანებითი სამუშაოები…“  – ამბობს კალაძე.

ეს არის ტერიტორია, სადაც ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პერმანენტულ აქციებს მართავდა. აქ განთავსებული იყო სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი. ის უკვე წლებია, შვილის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. აღნიშნული კარავი მერიამ წინასაახალწლოდ აიღო და მის ადგილას საბავშვო ატრაქციონები დადგა.

ამ მომენტისთვის ატრაქციონები უკვე აღებულია, თუმცა ტერიტორია მწვანეგადასაფარებლიანი მოაჯირებითაა შემოსაზღვრული.