პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გუშინ, 25 თებერვალს ამერიკის ელჩის მოადგილესთან გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ კონსენსუსის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
„სადილის განმავლობაში რა თანხმობა უნდა მიეღოთ ან რა საკითხებზე შეიძლება შეთანხმებულიყო ოპოზიცია და უმრავლესობა ან პოლიტიკური ჯგუფები, ერთმანეთში ვერ შეთანხმებულან და სადილის პერიოდში რა შეთანხმების მიღწევაზეა საუბარი. აქ ლაპარაკია, რომ გაითავისოს ყველამ, რა სჭირდება მსოფლიოს მოკავშირე საქართველოსაგან”, – განაცხადა ვოლსკიმ.
გუშინ საღამოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ამერიკის ელჩის მოადგილეს, ელიზაბეთ რუდს არაფორმალურ სადილზე შეხვდნენ და, შეხვედრის მონაწილეების თქმით, პოლიტიკურ პროცესებსა და საარჩევნო სისტემაზე ისაუბრეს.