სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური რჩევების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც მომხმარებლებმა Black Friday-ს დროს უნდა გაითვალისწინონ.
რა რჩევები უნდა გაითვალისწინოთ მაღაზიაში შესყიდვის დროს?
- საბანკო ბარათის კონსულტანტის ან მესამე პირისთვის გადაცემისას იყავით ყურადღებით;
- ეცადეთ, საბანკო ბარათზე დატანილი მონაცემები არ იყოს სხვა პირებისთვის ხილვადი ან ვიდეოსათვალთვალო კამერებისთვის იდენტიფიცირებადი;
- შესყიდვის განხორციელებისას თქვენი პირადი მონაცემების მოთხოვნისას, დაინტერესდით რა მიზნით ხდება მათი შეგროვება (მაგ.: თქვენი ტელეფონის ნომერი მაღაზიამ შესაძლოა მარკეტინგული მიზნით გამოიყენოს და სარეკლამო შეტყობინებები გამოგიგზავნოთ);
- გახსოვდეთ, რომ თქვენი პირადი მონაცემების გაზიარების შემთხვევაშიც, ყოველთვის შეგიძლიათ მოითხოვოთ მათი დამუშავების შეწყვეტა.
რა რჩევები უნდა გაითვალისწინოთ ონლაინ შესყიდვის დროს?
- პირველ რიგში, დარწმუნდით ონლაინ მაღაზიის სანდოობაში და გაითვალისწინეთ შესაბამისი ვებგვერდის რეპუტაცია. ამასთან, სანდო ვებგვერდს მისამართის ველს თან უნდა ერთვოდეს ბოქლომის სიმბოლო და მისამართის პანელი იწყებოდეს HTTPS:// და არა HTTP:// სიმბოლოებით;
- სხვადასხვა ვებგვერდებზე რეგისტრაციისას, გამოიყენეთ რთული, კომბინირებული და განსხვავებული პაროლები;
- ონლაინ შესყიდვისას არ ისარგებლოთ საერთო მოხმარების კომპიუტერით და არ გამოიყენოთ საჯარო ე.წ. Public Wi-Fi; თუ ნივთის შეძენისას ვებგვერდი ისეთ პერსონალური მონაცემებს გთხოვთ, რომელთა საჭიროება შესყიდვასთან კავშირში გაეჭვებთ, აუცილებლად დაინტერესდით – რატომ გთხოვენ აღნიშნულ მონაცემებს;
- ონლაინ მაღაზიებისთვის გამოიყენეთ სპეციალურად შესყიდვებისთვის განკუთვნილი ბარათი, რომელზეც მხოლოდ კონკრეტული ტრანზაქციის/ტრანზაქციების განსახორციელებლად საჭირო თანხას დაიტანთ;
- მოერიდეთ ვებგვერდებზე საბანკო ბარათის მონაცემების დამახსოვრებას;
- ხშირად შეამოწმეთ საბანკო ანგარიშები და დარწმუნდით, რომ თქვენი ბარათით ტრანზაქციები მხოლოდ თქვენი განხორციელებულია.