პოლიციამ ოჯახში ძალადობის, თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და მუქარის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა. პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს 1962 წელს დაბადებული მ.ა. დანაშაული 2-იდან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა, თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე სახლში მცხოვრებ რძალს, შვილის მეუღლეს – 1990 წელს დაბადებულ მ.კ-ს და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
გამოძიების მიხედვით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაუცხყოფის მიყენების შემდეგ მ.კ-მ თვითმკვლელობა სცადა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 11 პრიმა 115-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სახვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას, ოჯახის წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანასა და მუქარას გულისხმობს.