რეანიმაციაში მოხვედრილთა 0,3% იყო ორჯერ ვაცინირებული ანუ ერთეული შემთხვევები - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გაანალიზდა მარტიდან 17 აგვისტომდე პერიოდი, რომლის მიხედვითაც ინციფირებულთა 98%-ზე მეტი არ იყო ვაქცინირებული.

„რაც შეეხება რეანიმაციაში მკურნალობას, რეანიმაციაში აქამდე მკურნალობა გაიარა დაახლოებით 3 500-მა პირმა, მათ შორის ერთხელ ვაქცინირებული იყო დაახლოებით 1%-მდე და ორჯერ ვაქცინირებული იყო 0,3%  ანუ ერთეული შემთხვევები მოხვდა ორჯერ ვაცინირებულის რეანიმაციაში ამ 3 500 პირიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა რეალურად მუშაობს და იცავს ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე შემთხვევების განვითარებისგან და ეს არის კიდევ ერთხელ მთავარი მიზეზი იმისათვის, რომ ჩვენ ვაქცინაცია გავიკეთოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში აიცრა 26 363 ადამიანი. 19 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად აიცრა 883 570. სრულად ვაქცინირებულია 258 303 ადამიანი.