რეჟისორი ბუბა ხოტივარი გარდაიცვალა

პუბლიკა

74 წლის ასაკში გარდაიცვალა რეჟისორი, საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი რამაზ (ბუბა) ხოტივარი, – ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული კონოცენტრი ავრცელებს.

ხოტივარი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის” კინორეჟისორად. როგორც დამდგმელ რეჟისორს გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: „ისლამი საქართველოში”, „ლეხაიმ!”, „მარკოზის სახარება”, „ლაზარეს თავგადასავალი” (ქართლოს ხოტივართან ერთად), „დიმიტრი II”, „ჩირიკი და ჩიკოტელა”.

წლების განმავლობაში რამაზ (ბუბა) ხოტივარი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.