რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი ბერლინალეზე სექცია Encounters-ის ჟიურის წევრი იქნება

პუბლიკა

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი სექციის – Encounters ჟიურის წევრი ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი იქნება. კოლეგებთან ერთად, მან სექციის საუკეთესო ფილმი, რეჟისორი და ჟიურის სპეციალური ჯილდოს მფლობელი უნდა გამოავლინოს.

ბერლინის კინოფესტივალი 16 თებერვალს გაიხსნება.

დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი „დასაწყისი“ 2020 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური პროგრამის ფარგლებში აჩვენეს. არაერთ  საერთაშორისო ჯილდოსთან ერთად კულუმბეგაშვილის ფილმმა სან სებასტიანის კინოფესტივალზე ოთხ მთავარ ნომინაციაში გაიმარჯვა, ტორონტოს კინოფესტივალზე კი „ფიპრესის“ ჯილდო გადაეცა.