„რეჟისორი მიშა ჩარკვიანი, მისი საავტორო უფლებების დარღვევისთვის, კუთვნილ კომპენსაციას მიიღებს!”, – ინფორმაციას ამის შესახებ დამოუკიდებელი პროფკავშირი „გილდია” ავრცელებს.
„2021 წლის 19 სექტემბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ფოთის მერობის კანდიდატმა, თავისი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რეჟისორის ნებართვის გარეშე, გამოიყენა ნაწყვეტი მიშა ჩარკვიანის მიერ ფოთის დრამატულ თეატრში 2017 წელს დადგმული სპექტაკლიდან „მკვდარი ქალაქები“, რითიც შელახა ნაწარმოების ავტორის, ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები.
რეჟისორისმა მისი უფლებების უხეში დარღვევით ნაწარმოების გამოყენება მიუღებლად მიიჩნია, რის გამოც დაუყოვნებლივ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დარღვეული უფლების აღდგენა.
თითქმის 2-წლიანი სასამართლო დავის შემდგომ, მხარეთა შორის გაფორმდა მორიგების აქტი, რომლის ძალითაც რეჟისორი, დარღვეული უფლების აღდგენის მიზნებისათვის კომპენსაციას მიიღებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.