რეჟისორი ზაზა ხალვაში 63 წლის ასაკში გარდაიცვალა – ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მის ფილმოგრაფიაში ყველაზე ცნობილი და წარმატებული ფილმი 2017 წლის „ნამეა“, რომელიც ეროვნმულმა კინოცენტრმა ოსკარზე წარადგინა.
ზაზა ხალვაში მუშაობდა ახალ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე სახელწოდებით „წვიმა ორ ნაპირზე“. ფილმი საქართველოსა და ლიეტუვის კოპროდუქციაა.
ზაზა ხალვაშის „ნამე“ ქართველმა კინომცოდნეებმა „პუბლიკის“ გამოკითხვაში 21-ე საუკუნის საუკეთესო ქართულ ფილმად დაასახელეს.