რეფერენდუმები დასრულდა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, რუსეთში - მედვედევი

პუბლიკა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ გამართული, ე.წ რეფერენდუმების შედეგებს ეხმაურება.

„რეფერენდუმები დასრულდა. შედეგები ნათელია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, რუსეთში!”, – წერს მედვედევი Telegram-ზე.

საოუკუპაციო ხელისუფლების ცნობით, ხმების ასი პროცენტის დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ რუსეთთან შეერთებას დონეცკის ოლქში „ამომრჩევლების“ 99.23%-მა დაუჭირა მხარი, ლუგანსკში – 98.42%-მა, ზაპოროჟიეში – 93.11%-მა, ხერსონში კი – 87.05%-მა.

უკრაინის ოთხ ოლქში – დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში რუსეთთან შეერთების საკითხზე, ე.წ. „რეფერენდუმები“ 23-27 სექტემბერს ჩატარდა.