„ეს არჩევნები მაინც ჩატარდება და მეც, ჩემს ვალდებულებას, რომელიც ავიღე, ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ საქართველოში ჩამოვიდე, ამჯერად სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ“,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებით, ოქტომბრის რეფერენდუმზე მარცხი აღიარა.
„იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილმა გააუქმა ევროკავშირის რეფერენდუმი რიგგარეშე საპარლამეტო არჩევნებზე, მაინც უნდა ჩავატაროთ სახალხო რეფერენდუმი რიგგარეშე არჩევნების და ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლაზე. ეს მოხდება შემდეგ ადგილობრივ არჩევნებზე. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი კანდიდატები თბილისში, ბევრ სხვა ადგილზე, პრაქტიკულად ყველგან ვაყენებთ ძალიან კარგ კანდიდატს და ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ყველამ დაინახოს, რომ არანაირი მხარდაჭერა საქართველოს მძარცველ ბანდას აღარ გააჩნია. ქართველ ხალხს უნდა ღირსეული ცხოვრება და ამ გაჭირვების გადალახვა. მას მობეზრდა ჭაობში, სიღატაკეში, უპერსპექტივობაში ცხოვრება, სადაც ერთადერთი პერსპექტივა, რასაც უსახავენ, ქვეყნიდან გაგდებაა“,- აცხადებს სააკაშვილი.