საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 4 აგვისტოს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.0 პროცენტით განისაზღვრა.
ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეების ნაწილს, ვისი სესხიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, სესხის მომსახურება კვლავ გაუძვირდა.