ცნობილია რეგიონებში „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის მაჟორიტარობის 4 კანდიდატი. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ადასტურებს.
- გრიგოლ ვაშაძე – ქუთაისი
- გიორგი ბოტკოველი – თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხში
- ლევან ბეჟაშვილი – გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაში
- დავით კირკიტაძე – რუსთავი.
ცნობილია, რომ „ქართული ოცნებიდან“ გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები – დავით სონღულაშვილი იყრის კენჭს;
რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები – ნინო ლაცაბიძე;
თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები – ირაკლი ქადაგიშვილი;
ხოლო ქუთაისის მუნიციპალიტეტი – ზაზა ლომინაძე.
თავისი კანდიდატები რეგიონებში დაასახელა ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ“.
რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები – ირმა ნადირაშვილი;
ქუთაისის მუნიციპალიტეტი – ოთო კახიძე;
თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები – ზურაბ ჭიაბერაშვილი;
გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები – გიორგი ღვინიაშვილი.