სხვადასხვა რეგიონის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში მობილური ბრიგადები გაიგზავნება, რათა აცრის მსურველ მოქალაქეებს სერვისი ადგილზე მიაწოდონ, განაცხადა – უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, ქვეყანაში არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინები – „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოვაკი“, „სინოფარმი“ და 1 ოქტომბერს, ქვეყანაში დამატებით შემოვიდა 1 მილიონი დოზა „სინოფარმი“.
„აცრების ინტენსივობის გაზრდისა და ვაქცინაციაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მობილური ბრიგადები გაიგზავნება სხვადასხვა რეგიონის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში, რათა აცრის მსურველ მოქალაქეებს სერვისი ადგილზე მიაწოდონ. როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში არის ჯანმმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინები – „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოვაკი“, „სინოფარმი“ და 1 ოქტომბერს, ქვეყანაში დამატებით შემოვიდა 1 მილიონი დოზა „სინოფარმი“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან კვლავ გაგრძელდება დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი.
„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, დაიცვან სოციალური დისტანცია და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.