„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხელ სააკაშვილი, რომელიც, მისი თქმით, ხალხისგან მოპარული ფულით და ამ ფულით შექმნილი სამი ტელევიზიით საქართველოსთვის პრობლემის შექმნას ახერხებს.
მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს, კონსტიტუციის აღსრულებისთვის კი ახალმოწვეულ პარლამენტში დააინიცირებენ კანონპროექტს, რომლის მიხედვით, იმ პარტიას გაუუქმდება რეგისტრაცია, რომლის ლიდერი საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს.
„შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს. ის არ არის საქართველოს მოქალაქე და მას შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, რაც აღსრულებას ექვემდებარება.
მიუხედავად ამ გარემოებისა, სამწუხაროდ, ჩვენმა უკრაინლმა კოლეგებმა ვერ მოახერხეს საარჩევნო პროცესებში სააკაშვილის მონაწილეობის პრევენცია. თუმცა ამისათვის უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც თავადაც უამრავი სირთულის წინაშე დგანან, ვერ გავაკრიტიკებთ.
საკითხის მოგვარება და კონსტიტუციის აღსრულების უზრუნველყოფა პირველ რიგში, ჩვენი ვალია.
ამისათვის, ახალი მოწვევის პარლამენტში, ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის საფუძველზე საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერი კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.