დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ აცრისათვის რეგისტრაცია შესაძლებელია პორტალიდან booking.moh.gov.ge ან ცხელი ხაზის საშუალებით.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგით აცრის სერვისის მიღება შესაძლებელია „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებზე, ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც ხდება ამ ვაქცინების ადმინისტრირება, მათ შორის სინოფარმი 122 დაწესებულებაში, 133 ბრიგადით და სინოვაკი 109 დაწესებულებაში, 116 ბრიგადით.
მათივე ცნობით, ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებასთან ერთად, აღნიშნული სერვისი მომავალში სხვა ამცრელ პუნქტებშიც იქნება შესაძლებელი.