სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოცემული ნოტამით, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ნოტამის მიხედვით, შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება/იგეგმება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის:
- მიუნხენი
- პარიზი
- რიგა
- დოჰა
- ვარშავა
- ათენი
- ამსტერდამი
- ვენა
- ბერლინი
- მილანი
შეზღუდვა ასევე არ ვრცელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის დაგეგმილ რეგულარულ რეისებზე:
- რიგა;
- კატოვიცე;
- ვილნიუსი;
- დორმუნდი;
ცნობისთვის: ნოტამი არის ტელეკომუნიკაციის საშუალებით გავრცელებული შეტყობინება მომსახურების, წესების, საფრთხის, ასევე სანავიგაციო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ, რომლის დროული ცოდნა მნიშვნელოვანია ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისთვის.