რეგულირების სააგენტო შეისწავლის საკითხს - გაბუნია 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებაზე

პუბლიკა

„ეს ძალიან საყურადღებო ფაქტია. დიდი ტრაგედიაა. გამოვხატავ მწუხარებას. ჯანდაცვის სამინისტრო მიჰყვება პროცედურას, რაც ზოგადად მსგავსი შემთხვევების დროს ხდება. რეგულირების სააგენტო ჩაერთვება საკითხის შესწავლაში და რაც გამოიკვეთება, რეაგირებას უზრუნველყოფს“, – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ 20 წლის კოვიდინფიცირებული ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების შესახებ განაცხადა.

ვახტანგ ჩარკვიანის მამა, ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი პროკურატურას მისი შვილის გარდაცვალების საკითხზე მიმართავს.

საგამოძიებო უწყებაში მან განცხადება დღეს შეიტანა და გამოძიების დაწყება მოითხოვა.

ჩარკვიანი სამართლებრივ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ საქმის პროცედურების მიხედვით საზოგადოებას დეტალები თანდათან მიეწოდება.

ჩარკვიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 10 სექტემბერს გარდაიცვალა.