რეინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურებულია – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაბამისი კვლევა დასრულებულია და ქვეყანაში რეინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა.

მისი განმარტებით, პაციენტი სამთვიანი შუალედით დაინფიცირდა. პაციენტი არ დაინფიცირებულა სხვადასხვა შტამით: „ერთი და იგივე შტამის მუტანტია. მთლად იდენტური არ არის. გენომში არის ცვლილებები, მაგრამ არ არის ეს ბრიტანული შტამი“, – განმარტავს გამყრელიძე.

მისივე თქმით პაციენტი ხანდაზმული არ არის და ორივე შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა შეფასებულია, როგორც მსუბუქი.