რეისი, რომელიც ავარიული დაშვების გამო გადაიდო, 45 წუთის შემდეგ შესრულდა - „აირზენა“

პუბლიკა

დღეს „აირზენას“ თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს თბილისი-ვენა, აფრენიდან ორ საათში ავარიულად დაეშვა. როგორც მოგვიანებით კომპანიის დირექტორმა განმარტა, ტექნიკური გაუმართავობის გამო არ დაიხურა თვითმფრინავის შასი,

„პილოტმა ჩვენი წესის, კანონისა და დებულების შესაბამისად, მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, რომ დამჯდარიყო უკან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამოეძახა ჯგუფი, შეეფასებინა ხარვეზი დაგამოესწორებინა ის. რადგანაც ბორტი იყო სავსე საწვავით, საჭირო იყო ამ საწვავის დახარჯვა, რადგან სავსე ავზით შეუძლებელია დაშვება აეროპორტში. 6 ტონა დაწვა ხომალდის მეთაურმა, მაღალპროფესიონალურად განახორციელა თვითმფრინავის დაშვება თბილისის აეროპორტში, ყველანაირი უსაფრთხოების დაცვით, ყველა მგზავრი არის უსაფრთხოდ. ხარვეზი იყო უმნიშვნელო“, – განაცხადა რომან ბოკერიამ.

დღევანდელი რეისი – A9 681 თბილისი-ვენა – მოგვიანებით შესრულდა. „აირზენამ“ მადლობა გადაუხადა მფრინავებს – თემურ თოლომაშვილსა და გიორგი გიუნაშვილს, რომლებმაც მოახერხეს 180 მგზავრით სავსე ხომალდის უსაფრთხოდ დასმა თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე.
კომპანიის ცნობით, ტექნიკური შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავმა მიიღო მწვანე შუქი და შეძლო გაფრენა ვენაში, 45 წუთის შემდეგ.