BBC: ლონდონი-სინგაპურის რეისზე ტურბულენტობის შედეგად მგზავრი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა

პუბლიკა

თვითმფრინავში, რომელიც ლონდონი-სინგაპურის რეისს ასრულებდა, ძლიერი ტურბულენტობის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. თვითმფრინავი ბანგკოკის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„სინგაპურის ავიახაზების” თქმით, Boeing 777-300ER თვითმფრინავის ავარიული დაშვება ძლიერმა ტურბულენტობამ გამოიწვია. ფრენის დროს თვითმფრინავზე 211 მგზავრი და ეკიპაჟის 18 წევრი იმყოფებოდა.

ავიაკომპანიის განცხადებით, მუშაობს ტაილანდის ხელისუფლებასთან მგზავრებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით და ბანგკოკში ჯგუფს აგზავნის.

სხვადასხვა ტაილანდური მედიის ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 30-ია.