რეკომენდაციები არ იცვლება – დავემორჩილოთ გამკაცრებულ ღონისძიებებს – ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 2 პაციენტი იმყოფება, დანარჩენები სხვა კლინიკაში არიან განთავსებული.

„ჩვენთან 2 ახალი პაციენტია მოათავსებული. ჩვენს ცენტრში 306 პაციენტიდან 86 პაციენტი გავატარეთ აქედან ამ ეტაპზე 39 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულია 46. გუშინ ჩატარდა კვლევები და პირველ ჯერზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ დაახლოებით 5 პაციენტზე. კვლევა გრძელდება და დღეს 8 პაციენტზე ტადება კიდევ. ვნახოთ, როგორი იქნება შედეგი.

როგორც იცით, 2 მძიმე პაციენტი გვყავს. კრიტიკულს უახლოვდება მათი მდგომარეობა, თუმცა სტაბილურია. გუშინდელის მერე პროგრესირება არ არის არცერთთან. მძიმე პნევმონიებიც საკმაოდ არის. მათი მართვაც, საბედნიოეროდ. კარგად მიდის.

6 არასრულწლოვანი გვყავს ამ ეტაპზე. ერთი ყველაზე პატარაა რომელიცაა, ის ყველაზე კარგად გრძნობს თავს, დანარჩენების მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

ყველა ეტაბზე რეკომენდაციები არის ერთი და იგივე, არ იცვლება –დავემორჩილოთ გამკაცრებულ ღონისძიებებს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მან ჟურნალისტებთან საუბრისას, ასევე, აღნიშნა, რომ არ სარგებლობს Facebook-ით და არც სხვა სოციალური ქსელით.

„შექმნილია ყალბი ფეიბუქი ჩემი სახელით, ამიტომ ძალიან გთხოვთ, მასზე გამოქვეყნებული ნებისმიერი ინფორმაცია არ მეკუთვნის მე და  არ მაიქციოთ ყურადღება. ავტორი მე არ გახლავართ“, – ამბობს მარინა ეზუგბაია.