ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს.
მისი თქმით, პრეზიდენტის დეკრეტში არ არის განსაზღვრული, 10 კაცის შეკრებაზეა საუბარი თუ 20-ის და ეს რიცხვი პრემიერმა მანიფესტაციებს და შეკრებებს დაუკავშირა და არა რელიგიურ რიტუალებს.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ უნდა დაიცვან ბალანსი ადამიანების ჯანმრთელობასა და რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლებას შორის.
ის ასევე ამბობს, რომ სახელმწიფოს და ეკლესიას შორის კარგი თანამშრომლობა არსებობს, და თუ კი იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, რამე საფრთხე დაემუქრება ადამიანების ჯანმრთელობას, ეკლესია სახელმწიფოს დაეხმარება.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერის წინადადებით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, საგანგებო მდგომარეობის ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს იმას, რომ იკრძალება 10 კაცზე მეტის შეკრება.
ათ კაცამდე შეკრების შეზღუდვა ეხება ყველას და ყველაფერს – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კითხვას, ეხება თუ არა შეკრებების შეზღუდვა ეკლესიას.
“ამის მიზანი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გადადით ბმულზე, გახდით ჯგუფის წევრი და თვალი ადევნეთ გადამოწმებულ ახალ ამბებს კორონავირუსის შესახებ.