რელიგიური გაერთიანებები: ქალთა მიმართ ძალადობის მხრივ ვითარება ძალიან მძიმეა

პუბლიკა

რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელი ახალგაზრდები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„მსოფლიო ცივილიზებური საზოგადოება 25 ნოემბრიდან მსოფლიოში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიან ერთიან კამპანიას აწარმოებს. პრობლემა რომელიც აწუხებს საერთაშორისო საზოგადოებას ძალზედ აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვისაც.

მიუხედავად არა ერთი აქტიურობისა თუ კამპანიისა რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით ხორციელდება მდგომარეობა საქართველოში კვლავ მძიმეა. ათეულობით ფემიციდის ფაქტი, ასეულობით ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევა ქალებსა და გოგონებზე, ეკონომიკური იძულება, შერყეული ფსიქიკა, ბავშვთა ასაკში ქორწინების იძულება, დაკარგული მომავალი – ეს მხოლოდ ნაწილია იმ მძიმე სურათისა რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს სახეზე.

აღნიშნული მდგომარეობა წარმოადგენს არა მარტო ქალთა უფლებათა და თავისუფლებათა უხეშ და სასტიკ დარღვევას, არამედ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის პროგრესსა და განვითარებას, რადგან ადამიანის და მისი ცხოვრებისა და საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა წარმოადგენს ყოველი დემოკრატიული საზოგადოების უმთავრეს ვალდებულებას.

ჩვენ სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი ახალგაზრდები მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, რელიგიურ გაერთიანებებს, თემის აქტივისტებს გააერთიანონ თავიანთი ძალისხმევა ქალთა და გოგონათა მიმართ ჩადენილი ძალადობის აღმოსაფხვრელად”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

ხელმომწერი წარმომადგენლები არიან:

1. სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია – ემილ სარქისიანი;
2. საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნი“ – წარმომადგენელი ნიკოლოზ ცხომელიძე;
3. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო – წარმომადგენელი გია ართმელაძე;
4. ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკე ეკლესია – წარმომადგენელი სალომე კაკაჩიშვილი;
5. ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკე ეკლესია – წარმომადგენელი ნათია ფეიქრიშვილი;
6. ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკე ეკლესია – წარმომადგენელი გიორგი ლომაძე;
7. საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია – წარმომადგენელი დავით ჯანდიერი;
8. საქართველოს ევანგელურ-ბაბტისტური ეკლესია – წარმომადგენელი ნანუკა ზუმბულიძე;
9. საქართველოს ევანგელურ-ბაბტისტური ეკლესია – წარმომადგენელი ელენე კალატოზიშვილი;
10. ეზიდური კულტურის ცენტრი – წარმომადგენელი მიხეილ ლაზგინიანი;
11. ეზიდური თემი – ნონა მირზოევა აქტიური მრევლი;
12. სახარების რწმენის ეკლესია – თემის წევრი;
13. ლიზა ამოევი – მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი.