რელიგიური რიტუალების ნაწილი ეპიდემიის საფრთხის შემცველია - ცერცვაძე

პუბლიკა

“ჩემი პირადი, როგორც პროფესიონალის მოსაზრებით, ის ღონისძიებები, რომელიც საეკლესიო რიტუალებით არის გათვალისწინებული ეკლესიაში საუკუნეების მანძილზე, მათი ნაწილი, სუფთა სამედიცინო  თვალსაზრისით, ეპიდემიის გავრცელებისთვის საფრთხის შემცველია. იგივე ხალხმრავალი შეკრებები, ერთი კოვზის გამოყენება ზიარებისთვის და ზოგიერთი სხვა რამ”. – ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე tv პირველთან საუბრისას.

“ჩვენ გვაქვს მაგალითი, თუ როგორ შეწყდა წმინდა პეტრეს ტაძრის წინ ყველაზე მასშტაბური თავშეყრა, რომის პაპის ქადაგებას რომ ესწრებოდნენ და ახლა ის ონლაინ ხდება. დაიხურა მექა და მედინა. საბერძნეთისა და მსოფლიოს საპატრიარქომ შეცვალა…

ვფიქრობ, რომ ჩვენს გაგებას შორის, თუ რა არის ეპიდემიის გავრცელებისთვის სახიფათო და რა არა, დიდი განსხვავება არ არის. უკვე ჩვენთანაც შეიმჩნევა დისტანცირებისკენ მოწოდება, აშკარად იყო დისტანცია იქ მისულ მრევლს შორის. ერთადერთი, რაც კითხვის ნიშანს ბადებს, ესაა ზიარება ერთი კოვზით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ ცვლის ზიარების წესს, ხოლო მთავრობის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რელიგიურ რიტუალებს არ ეხება.