რელსებიდან გადავიდა, გამოუსწორებელია - კარლ ბილდტი ღარიბაშვილზე

პუბლიკა

შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი დღეს საქართელოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

„ეს ტიპი – ვსაუბრობ საქართველოს პრემიერ მინისტრზე, გამოუსწორებელია. პარლამენტში გამოსვლისას ჩემი ცოლის დადანაშაულება საქართველოდან მილიონების მოპარვაში აჩვენებს, რომ ის რელსებიდან გადავიდა. ეს არის ამ ძალიან კარგი ქვეყნის ტრაგედია“, – წერს კარლ ბილდტი Twitter-ზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტში მოხსენებისას განაცხადა, რომ კარლ ბილდტი წინა ხელისუფლების ლობისტია და მას საქართველოს ბიუჯეტიდან უხდიდნენ ფულს.

„კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას აქვს მილიონები წაღებული თქვენი მმართველობის დროს, დღეს გამოდის და გვმოძღვრავს. გადაეცით ეს დღესვე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.