„ყველანაირი მეთოდით, რა მეთოდითაც წამოვა ის, ის ხო ფიზიკურად წამოვა დუბინკით თუ… მე რაც შემეძლება, რემბო ვარ და დავშლი-თქო ტყუილია, მაგრამ რაც შემეძლება, შევებრძოლები“,- აცხადებს „ტვ პირველის“ ეთერში „თავისუფალი საქართველოს“ წევრი გოგი წულაია, რომელიც ნიკა მელიას მხარდასაჭერად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფება.
თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მელიას აღმკვეთი ღონისძიების საკითხს განიხილავს. ამ წუთებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრებილი არიან ნიკა მელიას მხარდამჭერები და ოპოზიციის წარმომადგენლები.
„შიში რას გააკეთებინებს დღეს „ქართულ ოცნებას” – გამოატანინებს სანქციას დაპატიმრებაზე თუ პირიქით, დაველოდოთ და ვნახოთ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ მისი აღმკვეთი ღონისძიების საქმეზე განაცხადა.
მისი თქმით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა „გაფორმდეს”, ორივე იქნება შიშით ნაკარნახევი.