რექტორი ჩვენთან შეხვედრაზე უარს აცხადებს, ვრჩებით კანცელარიაში - სტუდენტები

პუბლიკა

ამ დროისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში კვლავ იმყოფებიან სტუდენტები, „მაისის სტუდენტური მოძრაობის” წევრები და დაკავებული აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას სხვა მხარდამჭერები, რომლებსაც რექტორისადმი რამდენიმე მოთხოვნა აქვთ.

ერთ-ერთი მოთხოვნა მათთან შეხვედრაა, დანარჩენ მოთხოვნებზე სასაუბროდ, თუმცა სტუდენტების თქმით, ჯაბა სამუშია ოთხ მათგანს შეხვდა და განუცხადა, რომ იგი კანცელარიაში დანარჩენებთან მისვლას და დალაპარაკებას არ აპირებს, რომ მათ უნდა დატოვონ უნივერსიტეტის კანცელარია, ვინაიდან კანცელარიის დაკავება არის ძალადობრივი აქტი, და ამის შემდეგს მათ შეხვდება სხვა რომელიმე აუდიტორიაში.

ეს პირობა სტუდენტებისთვის მიუღებელია, რადგან მათივე განცხადებით, კანცელარიაში ყოფნა მნიშვნელოვანია, რადგან თუ თსუ მათ მოთხოვნებს არ გაიზიარებს, ისინი მომდევნო ნაბიჯების გადადგმას და უნივერსიტეტის საქმიანობის შეჩერებას გეგმავენ.

მთავარი მოთხოვნებია – სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაავრცელოს განცხადება მისივე პროფეროსის აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას პატიმრობის შესახებ და თქვას, რომ ისინი უნდა გათავისუფლდნენ. მათ ასევე სურთ უნივერსიტეტმა გადადგას უფრო რადიკალური ნაბიჯები შეაჩეროს საქმიანობა პროტესტის ნიშნად.

თბილისის უნივერსიტეტს აქამდე არავითარი განცხადება არ გაუვრცელებია, და არც რექტორი შეხვედრია კანცელარიაში შეკრებულ სტუდენტებს და მხარდამჭერებს, სტუდენტები კანცელარიაში რჩებიან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, უნივერსიტეტში კანცელარიის ოთახში პროტესტის ნიშნად დღეს შევიდა, კანცელარია დაიკავა და ადმინისტრაციისგან კაკო ჩიქობავას და გიორგი ხასაიას მხარდამჭერი განცხადების გაკეთება მოითხოვა.