„რესპუბლი პარტია“ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის კონსტიტუციური შეთანხმების (კონკორდატის) გაუქმების ინიციატივით გამოდის. პარტია მოითხოვს კონსტიტუციის მე-8 მუხლის შეცვლას.
„პუბლიკა“„რესპუბლიკელების“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
რესპუბლიკელები არაერთი წელია ქვეყნის დემოკრატული განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შემაფერხებელ ფაქტორად ქვეყანაში სეკულარიზმის ფაქტობრივი არარსებობის პრობლემას მივიჩნევთ.
პოსტსაბჭოთა საქართველოს გამოცდილებამ დაადასტურა, რომ საერო და სასულიერო ხელისუფლების ურთიერთობამ მიიღო უკანონო და საშიში სახე. ეროვნული მიძრაობის დროს პოპულარული იყო მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადის იდეა. შევარდნაძის მმართველობის საწყის ეტაპზე საპატრიარქო რელიგიის შესახებ ისეთი კანონის მიღებას მოითხოვდა, რომელიც ფაქტიურად სახელმწიფო რელიგიის რანგში განიხილავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. 1995 წლის კონსტიტუციის მიღებისას მოხერხდა ამ ინიციატივისგან თავის არიდება. შევარდნაძის მმართველობის ბოლო სტადიაზე საპატრიარქო იმდენად შეეზარდა ხელისუფლებას და ისე მოძლიერდა, რომ სახელმწიფო რელიგიის ალტერნატივად ხელისუფლებამ და ოპოზიციამ კონკორდატის მიღება მიიჩნია საჭიროდ. ამან ერთხანს კი დააბალანსა ვითარება, მაგრამ ამჟამად სრულიად ამოწურულია ამ ხელშეკრულების პოზიტიური რესურსი.
ძალაუფლებით ვაჭრობა ორმხრივად განსაკუთრებით ღია და თვალსაჩინო ხდება წინასაარჩევნო პერიოდებში. აშკარაა ორმხრივი “პარტნიორობის” სარგებლიანობა, რითაც საბოლოო ჯამში ფერხდება უფრო დიდი რამ – სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება, ილახება კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებები. 21-ე საუკენეში თანასწორობისთვის ბრძოლა სიცოცხლისთვის ბრძოლის ტოლფასი გახდა.
ჩვენი მიზანია, განთავისუფლდეს ეკლესია სახელისუფლებო ჩარევისაგან და იყოს სრულიად დამოუკიდებელი თავის საქმიანობაში, ისევე როგორც, ეკლესიამ ვერ შეძლოს ხელისუფლებების გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება და პოლიტიკური აქტივობა. მხოლოდ ასე აღსრულდება კონსტიტუციური ჩანაწერი, რომ ეკლესია არის სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი.
მნიშვნელოვანია პრობლემებზე საჯარო დისკუსიის დაწყებაც, თუმცა აუცილებელია, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. პრობლემის აღმოფხვრა და სეკულარული სახელმწიფოს საფუძვლების გამყარება შეუძლებელია მკვეთრი, რეფორმატორული გადაწყვეტილებების გარეშე.
საერო და სასულიერო ხელისუფლებებს შორის მავნე, უკანონო ურთიერთგარიგეგების შეწყვეტის გზად გთავაზობთ საქართველოს ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის არსებული შეთანხმების (კონკორდატის) გაუქმებას. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- სამართლებრივად აღიკვეთება ხელისუფლების ჩარევა სასულიერო ხელისუფლების საქმიანობაში;
- ყველა მმართველ პოლიტიკურ ძალას გამოეცლება წინასაარჩევნოდ მართლმადიდებლური ეკლესიის რესურსით მანიპულაციისა თუ ვაჭრობის შესაძლებლობა და პირიქით;
- განათლება ქვეყნის ფუნდამენტია და ამ სფეროში განსაკუთრებით მძიემა ის უკანონო და რესგრესული ხასითის ინტერვენცია საპატრიარქოსა და მისი მართული ჯგუფების მხრიდან, რაც მუდმივად აფერხებს განათლების სისტემაში ძირეული რეფომრემის არა თუ განხორციელებას, არამედ დაწყებასაც კი. შეთანმხების გაუქმებით, ხელისუფლებას გაუუქმდება სამართლებრივი ვადლებულება გაიზიაროს (ან გამოიყენოს სათავისოდ) საპატრიარქოს ესა თუ ის პოზიცია ახალი ინიციატივების განხილვის დროს. (მაგ. კანონპროექტების განხილვისას სასულიერო პირების ჩარევა ან პოლიტიკოსების მხრიდან ეკლესიის გამოყენება იგივე მიზნისთვის);
- საპატრიაქროს დაქვემდებარებაში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების გაუმჭვირვალე საქმიანობა ასევე, მძიმე ტვირთად აწევს ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემას. ამდენად, სახელმწიფო სტრუქტურებს ექნებათ სხვადასხვა სასულიერო საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგის სამართლებრივი საფუძველი, რაც უზრუნველყოფს ამ ინსტიტუციების, მათ შორის, ფინანსურ გამჭვირვალობასაც;
- აღიკვეთება საპატრიარქოსათვის გაუმჭირვალე პროცესის ფარგლებში საბიუჯეტო სახსრებისა და სახელმწიფო ქონების გადაცემის ქაოტური პროცესი;
- შეწყდება ადგილობრივი ბიუჯეტებიდან საბიუჯეტო რესურსებისა და ქონების გადაცემის პროცესი;
- შეწყდება სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან მიმართებით არსებული დისკრიმინაციული პრაქტიკა – საგადასახადო შეღავათების სახით.
ამ ღონისძიებების განსახორციელებლად აუცილებელია შეიცვალოს საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლი, რომლიდანაც ამოღებული უნდა იქნეს ჩანაწერი მართლმადიდებლურ ეკლესიასთან თანამშრომლობის ფორმის შესახებ, ცალმხრივად გაუქმდეს შეთანხმება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის და პარლამენტში შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის შეთანხმების მოქმედების ფარგლებში შემდეგ საკითხებს:
- საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისათვის გადაცემული ფულადი სახსრებისა და ქონების ოდენობას;
- საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაცემული თანხების ხარჯის მიზანშეწონილობას;
- საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ სასწავლებლებში არსებულ მდგომარეობას და მათ შესაბამისობას საქართველოს განათლების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში.
თბილისის მერიის მორიგი ინიციატივა, რომ 2020 ბიუჯეტით განისაზღვრება საპატრიარქოს დამატებითი დაფინანსება, კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ მავნე პრაქტიკის კიდევ უფრო გაღრმავებას. ამის დასრულების ერთადერთ გზად გვესახება კონკორდატის გაუქმება.