თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კორონავირუსით 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე კლინიკაში სხვა დეტალებზე ვერ საუბრობენ.
„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა სპორტსმენი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 12 დღის განმავლობაში გადიოდა მკურნალობას, თუმცა ექიმების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაიცვალა 54 პაციენტი.