„რესპუბლიკური პარტია" მთავრობას ნოვრუზის დღესასწაულზე კომენდანტის მოხსნისკენ მოუწოდებენ

პუბლიკა

საქართველოს რესპუბლიკური პარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას 21 მარტს დაუშვას კომენდანტის საათის შეჩერება.

“21 მარტი არის ჩვენი აზეირბაიჯანელი თანამოქალაქეებს საერთაშორისო დღესასწაული, სახალხო ზეიმი. ტრადიციის თანახმად, სწორედ ამ დღეს უსურვებენ ისინი ერთმანეთს ბედნიერ ახალ წელს, ჩუქნიან და უზიარებენ სითბოს, კეთილ სურვილებს… ეს არის ხვალინდელი დღის სახალხო დღესასწაული.

რესპუბლიკური პარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გამოხატოს საკუთარი პატივისცემა ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეების მიმართ და ერთი ღამით დაუშვას გამონაკლისი კომენდანტის საათის გაუქმებასთან დაკავშირებით.

გადაწყვეტილების მიუღებლობა გააჩენს სრულიად სამართლიან განცდას უთანასწორო მოპყრობის, რადგან საყოველთაოდ ცნობილია პრემიერ-მინისტრის საჯარო მოწოდება 28 მარტს საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრების მიმართ, რომელიც, ასევე კომენდანტის საათის დროს უნდა გაიმართოს.

რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა შექმნას ქვეყანაში თანასწორი გარემო და ჩვენი თანამოქალაქეებისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულის სათანადო აღნიშვნისათვის გამოავლინოს კომპრომისი”. – ვკითხულობთ პარტიის განცხადებაში.