რესტორანში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, სადაც პირი, სავარაუდოდ, მცხეთაში მდებარე რესტორნის ტერიტორიაზე ავტომატს ისვრის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 239-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო ფლობასა და ხულიგნობას გულისხმობს.

სასჯელის სახით აღნიშნული მუხლები თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს.