რესტორნები 6 თებერვალს თვითნებურად აღარ გაიხსნებიან | „დაუმორჩილებლობის აქტი“ გადაიდო

პუბლიკა

რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, შაბათს დაგეგმილი „დაუმორჩილებლობის აქტი“ არ ჩატარდება.

„რესტორნებს შაბათს დაანონსებული გვქონდა,  „დაუმორჩილებლობის აქტი“, – როგორც მედიამ მონათლა. დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, არის ის, რომ შაბათს ეს აქცია არ ჩატარდება და მიტანის სერვისით გააგრძელებს რესტორნები ფუნქციონირებას. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება რაიმე დადებითი იმპულსის მომტანი იყოს. გარე სივრცეების გახსნა რესტორნებისთვის ამ ამინდებში არაფერი ბენეფიტის მომტანი არ არის, თუმცა ვაფასებ ტრანსპორტის აღდგენის გადაწყვეტილებას. თუ 15 თებერვლის შემდეგ კოვიდვითარება რეალობაში ასეთ ციფრებში ვიქნებით და ხელისუფლება არ განიხილავს რესტორნების ნორმალური ფუნქციონირების გადაწყვეტილებას ის, რაც შაბათისთვის დააანოსდა, გადაინაცვლებს სხვა შაბათს,“ – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში.