რესტორნები შიდა სივრცეებში მუშაობას განაახლებენ - რომელი შეზღუდვები მსუბუქდება ხვალიდან

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების  მომდევნო ეტაპი ხვალიდან, 8 მარტიდან იწყება.

კერძოდ, ხვალიდან შეზღუდვები შემსუბუქდება შემდეგი მიმართულებით:

  • სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება;
  • მთელ საქართველოში რესტორნები შიდა სივრცეებში მუშაობას განაახლებენ (შაბათ-კვირის გარდა);
  • არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით; იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები – მუშაობას განაახლებენ.

შეზღუდვების შემსუბუქების მომდევნო ეტაპი 15 მარტიდან დაიწყება.

15 მარტიდან

  • სპორტული დარბაზები;
  • უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები აუდიტორიებში დაიწყებენ მუშაობას;
  • სასკოლო წრეები განახლდება;
  • თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებისა და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები, მაყურებლის დასწრებით) – 1 აპრილიდან;

1 აპრილიდან 

  • თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით;

მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება.