Reuters-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში მდებარე სამხედრო ბაზებიდან პერსონალის ნაწილს გაიყვანს, მას შემდეგ რაც თეირანი დაიმუქრა, რომ თუ ვაშინგტონი ირანს დაარტყამს, ირანი ამერიკულ ბაზებს დაარტყამს.
სააგენტო ეყრდნობა აშშ-ის ოფიციალურ პირს, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით განაცხადა, რომ აშშ საკვანძო ბაზებიდან პერსონალს რეგიონში გაზრდილი დაძაბულობის გამო გაიყვანს.
BBC წერს, რომ ტრამპის განცხადებების ფონზე კატარში Al-Udeid-ის საჰაერო ბაზაზე პერსონალის რაოდენობას ამცირებს გაერთიანებული სამეფოც.
„ყველა სიგნალი მიუთითებს იმაზე, რომ აშშ-ის თავდასხმა გარდაუვალია, თუმცა ესაა ასევე, როგორ იქცევა ადმინისტრაცია, რომ ყველა მუდმივ გაურკვევლობაში ამყოფოს. არაპროგნოზირებადობა სტრატეგიის ნაწილია,“ — განუცხადა Reuters-ს ერთ-ერთმა დასავლელმა სამხედრო ოფიციალურმა პირმა.
Reuters-სისვე ცნობით, ორმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ჩარევა შესაძლოა მომდევნო 24 საათში მოხდეს, ერთმა ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა კი თქვა, რომ, როგორც ჩანს, ტრამპმა ჩარევის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მისი მასშტაბი და დრო ჯერ კიდევ გაურკვეველია.