ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი უკრაინაში ჩავა. ამის შესახებ Reuters ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, მოდი ივლისში მოსკოვში იმყოფებოდა და ეს მისი პირველი ვიზიტი იქნება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. რუსეთის დედაქალაქში ყოფნისას ინდოეთის პრემიერმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს „კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას“ და იმედოვნებს, რომ მოსკოვსა და კიევს შორის კონფლიქტის დარეგულირება სწრაფად მოხდება.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი მოდის ვიზიტი რუსეთში „უზარმაზარ იმედგაცრუებად და სამშვიდობო პროცესისთვის დარტყმად“ შეაფასა.
Reuters წერს, რომ უწყებას უკრაინაში ვიზიტის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა, როგორც ინდური მედია იტყობინება სავარაუდოდ ის ამ კვირის ბოლოს შედგება.