REUTERS-ის წყარო: იმედი ჯერ კიდევ გვაქვს, მაგრამ ინფორმაცია ავარიის ადგილიდან შემაშფოთებელია

პუბლიკა

ვერტმფრენი, რომელსაც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი გადაჰყავდა, ჩამოვარდა, – ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ, თუმცა ძებნის ღონისძიებებს წვიმა, ტალახი და ღამე ხილვადობის პრობლემა ართულებს.

„ჩვენ ჯერ კიდევ იმედი გვაქვს, მაგრამ ინფორმაცია, რომელიც მოდის ავარიის ადგილიდან, ძალიან შემაშფოთებელია”, – ამის შესახებ REUTERS-თან საუბრისას ირანის ოფიციალურმა პირმა განაცხადა.

ირანის უმაღლესი ლიდერი, აითოლა ალი ხამენეი მოსახლეობას მოუწოდებს, ილოცონ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისთვის.

შეგახსენებთ, ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი, ქვეყნის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ირანისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან დაბრუნების შემდეგ ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა, როდესაც შემთხვევა მოხდა. ებრაჰიმ რაისმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირან-აზერბაიჯანის საზღვართან „ხუდაფერინის“ და „გიზ გალას“ კაშხალი გახსნეს.