Reuters: პაპის ასარჩევად კონკლავი 7 მაისს დაიწყება

პუბლიკა

ახალი პაპის ასარჩევად კონკლავი 7 მაისს დაიწება – ინფორმაციას Reuters ვატიკანზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მედიის ცნობით, თარიღი განისაზღვრა კარდინალების დახურულ შეხვედრაზე, რომელიც პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ გაიმართა. 

წესის მიხედვით, კონკლავის თარიღი პაპის გარდაცვალებიდან 15-დან 20 დღემდე ინტერვალში უნდა დაინიშნოს. კენჭისყრა ფარულია. მასში მონაწილეობა შეუძლია 80 წლამდე ასაკის ყველა კარდინალს.

ახალი პაპის ასარჩევად საჭიროა ხმების ორ მესამედს პლუს ერთი რაოდენობა. აქედან გამომდინარე, კენჭისყრა შესაძლოა რამდენჯერმე ჩატარდეს და პროცესი რამდენიმე დღის  განმავლობაში გაგრძელდეს.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ ახალ პაპს სთხოვენ თანხმობას. მან ასევე უნდა თქვას, რა სახელის ტარება სურს.

ამის შემდეგ კაპელიდან თეთრი კვამლი ამოვა.

პაპი ფრანცისკე 21 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა – ოფიციალურ მიზეზად ვატიკანმა ინსულტი დაასახელა.

გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, 20 აპრილს პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძრის მოედანზე შეკრებილ ათასობით მორწმუნეს ბაზილიკის აივნიდან აღდგომა მიულოცა.