რევაზ ჩიკოიძე პარალიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გახდა

პუბლიკა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, რევაზ ჩიკოიძე (პარაძიუდო, +100 კგ) პარალიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გახდა.

ჩიკოიძემ ფინალური შეხვედრა ირანელ მოჰამად ხეიროლაზადესთან დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

პარალიმპიურ თამაშებზე კიდევ ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა ინა ქალდანმა.

ინა ქალდანი გახდა პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ოლიმპიადებისა და პარალიმპიადების ისტორიაში საჭიდაო სახეობების ფინალში გასვლა და მედლის მოპოვება შეძლო.