„რია ნოვოსტი“: „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთთან შეერთების საკითხს განიხილავს“

პუბლიკა

რუსული პროსახელისუფლებო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, განიხილება ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი. მედია ინფორმაციას ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარეზე დაყრნობით ავრცელებს.

მან ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა:

„ჩვენ განვიხილავთ ყველა ამ საკითხს რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით…როცა ჩვენ რუსეთთან ერთად მივალთ ამ აზრამდე [შეერთების შესახებ], ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – თქვა მან.

2023 წლის დეკემბერში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა გამოთქვა იმედი, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი „მალე შეუერთდება რუსეთს“.