რიჟვაძე: დღის წესრიგში არ დგას საწოლფონდის სიმცირე

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 126 აჭარაში დაფიქსირდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ აჭარაში ყველა რესურსია ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად. მისი ინფორმაციით, რეგიონს აქვს საკმარისი საწოლფონდი და კოორდინირებულია პაციენტების მართვა-განაწილებაც.

„დღის წესრიგში არ დგას საწოლფონდის სიმცირის საკითხი. ინფიცირებულების მართვა ასევე ხდება კოვიდსასტუმროებში არსებულ საკარანტინო სივრცეებში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფებთან კოორდინაციით აღმოფხვრილია დაყოვნების კომპონენტიც. რამდენიმე დღეში სიტუაცია აუცილებლად დასტაბილურდება“, – განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა.

რიჟვაძემ აჭარაში მცხოვრებლებს მოუწოდა, დაიცვან წესები, რათა ხელი არ შეუწყონ ვირუსის მეტად გავრცელებას.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, აჭარაში მობილიზებულია 500-ზე მეტი საწოლი და მათგან, დაახლოებით, 150 თავისუფალია, ასევე მობილიზებულია კოვიდსასტუმროებიც.