საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე „მხარს უჭერთ, თუ არა ოპოზიციის მოთხოვნას, რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები?“
25% პასუხობს, რომ სრულიად ეთანხმება; 20% ნაწილობრივ ეთანხმება; 12% ნაწილობრივ არ ეთანხმება; 33% კი სრულიად არ ეთანხმება; 9% – არ იცის/არ აქვს პასუხი.
ვადამდელ არჩევნებს 18-29 წლის და 50 წელზე მეტი ასაკის ჯგუფებში ერთნაირი მხარდაჭერა აქვს (26% სრულიად, 20% – ნაწილობრივ); პარტიების მიხედვით კი ვადამდელ არჩევნებს ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რიგებში ჰყავს (66% სრულიად ეწინააღმდეგება, 19% – ნაწილობრივ), ვადამდელი არჩევნების დანიშვნას კი ყველაზე მეტად „ნაციონალური მოძრაობა“/ „გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას“ მხარდამჭერები ემხრობიან (64% სრულიად ვეთანხმები, 26% – ნაწილობრივ).
კვლევა ჩატარდა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის“ სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩაატარა „IPM-მა“.
მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილია ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარია +/- 2,5%, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.